ესაა ქართველურიდან აფხაზურში ნასესხებ სიტყვათა არასრული ნუსხა.
- ა-ბარდ – ბარდი. ქართულიდან მეგრულის გავლით უნდა ესესხებია აფხაზურს (ქართ.>მეგრ.>აფხ.). ბარდ- ქართ-ზანური მასალაა, რომლის კანონზომიერი ზანური შესატყვისია ბურდ-, რაც, თავის მხრივ, ქართულსაც უსესხებია ზმნური ძირის სახით.
- ა-ბჟჲაჲ – ძმარი. მეგრ. ბჟე-დან (მჟავე)
- ა-გალაბა – გალობა (ეკლ.)
- ა-გან – განი, სიგანე, მხარე. ქართ.>მეგრ.>აფხ.
- ა-გჲამა – გემო. ქართ.>მეგრ.>აფხ.
- ა-გჲარგუაბა – ნოემბრის გიორგობა (მხოლოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს). გჲარგუაბამზ – გიორგობისთვე, ნოემბერი.
- ა-გუჷჲან (აბჟ.) – გვიანი
- ა-დგჲჷლ – ადგილი, მიწა, მიწა-წყალი, მხარე. ქართ.>მეგრ.>აფხ.
- ა-ზარება – ზიარება (ეკლ.)
- ა-თაუად – თავადი
- ა-თუა – თივა. უშუალოდ ქართული თივა-დან
- ა-ილაჯჲ – ელარჯი. მეგრულიდან.
- ა-ისჷრ – ისლი. მეგრ. ისირ-იდან. ქართ-ზანური მასალაა. შდრ. ისლ- (ქართ.) – ისირ- (მეგრ.-ლაზ.)
- ა-კალთა – კალთა
- ა-კალმაჰა – კალმახი. მეგრ. კალმახა-დან
- ა-კაულ (აბჟ.) – კალია. მეგრ. კოლი-დან
- ა-კაცხუ – ქინძისთავი. მეგრ. კაცხუ-დან
- ა-კაწახუჷრ – კოწახური
- ა-კაჭკაჭ – კაჭკაჭი
- ა-კჲანჭ – კენჭი (კენჭაობისას)
- ა-კჲატ – კეტი
- ა-კჲჷბა – კიბე
- ა-კჲჷბა – კიბო
- ა-კჲჷნტჷრ – კიტრი. მეგრ. კინტირ-იდან (კიტრი)
- ა-კუანჭ – კოჭი (ძაფის). მეგრ. კონჭ-იდან (კოჭი)
- ა-კუაპეჲ – ორშიმო. მეგრ. კოპე-დან
- ა-კუახა (აბჟ.) – ტყემლის საწებელი. მეგრ. კოხა-დან. ს-ქართვ. მასალაა. შდრ. კუხვ- (სვან. მკვახე) – მკვახე (ქართ.) – კოხა (მეგრ. კვაწარახი, ტყემლის საწებელი) – მკოხა (ლაზ. მკვახე ყურძენი, მკვახე ყურძნის წვენი)
- ა-კუჷნდხუ (აბჟ.) – კუთხე. მეგრ. კუნთხუ-დან (კუთხე)
- ა-კუჷნჩ (აბჟ.) – სკვინჩა. მეგრ. კვინჩა-დან (სკვინჩა)
- ა-კუჷუა (აბჟ.), ა-კუჷუ (ბზ.) – კუ; ძვ.ქართ. კუვ-იდან (კუ)
- ა-კუჷხჲ – მკვახე ყურძენი, მკვახე ნაყოფი
- ა-კჷლა –კონა. მეგრ. კილე-დან (კონა)
- ა-კჷრცხ – სეტყვა. მეგრ. კირცხ-იდან (სეტყვა)
- ა-კჷც – კეცი, კრამიტი. მეგრ. კიც-იდან (კეცი)
- ა-ლარტყა – ლარტყა
- ა-მაგანა – ნამგალი. მეგრ. მაგანა-დან (ნამგალი). შდრ. ძვ.ქართ. მანგალი
- ა-მაკჲა – მაკე. ქართ.>მეგრ.>აფხ.
- ა-მარკატჷლ – მაკრატელი. მეგრელიზებული მარკატელ-იდან
- ა-მარჯჲა! – მარჯვედ!
- ა-მასარ – მესერი. მეგრ. მასარ-იდან (მესერი)
- ა-მაჩხუჷმა – ბევრად, ჭარბად, საკმარისად. მეგრ. მაჩხომა-დან (საკმარისი)
- ა-მაჭარ – მაჭარი
- ა-მაჭხუალ – მაჭახელა (თოფი)
- ა-მოთა – შვილიშვილი. მეგრ. მოთა-დან (შვილიშვილი)
- ა-ნათ-რა – ნათვლა
- ა-ნაწკჲარ (აბჟ.), ა-მაწკჲარ (ბზ.) – ხიჭვი. მეგრ. ნოწკერი (ნაპობი, ნაწკირი). წკირუა (პობა, ჩეხა).
- ა-ნბან – ანბანი
- ა-პატჷუ – პატივი
- ა-ჟუჷნთხჲ – ზუთხი
- ა-რაგუა – რაგვი, სათაგური
- ა-საკასა – საკაცე
- ა-საკუმალ – საკმეველი
- ა-სამართალ – სამართალი, ჭეშმარიტება
- ა-სამყუჷრ – სამყურა (ბალახი)
- ა-სანძღუ (აბჟ.) – საზღვარი. მეგრ. სანძღო-დან (საზღვარი)
- ა-სარკჲა – სარკე
- ა-სარკჲალ – ზარი, სარეკელი
- ა-საფარ – ფარი
- ა-საძბალ, ასჷძბალ – საწებელი
- ა-სახჲა – სახე, ნახატი
- ა-ტკჲაც (აბჟ.), ადკჲაც, ადკჲაჩ (ბზ.) – ტკეცი. წყაროები მეგრ. ტკეჩი, ტკეცი – სწორი ტოტის სიგრძივ ანატკეცი
- ა-ტყჲაბ (აბჟ.) – ტყლაპი. მეგრ. ტყაპ-იდან (ტყლაპი)
- ა-ტყუა – ტყვე
- ა-ტყუაც-რა – სკდომა. მეგრ. ტყვაც-უ-ა (სკდომა, ჭექა, ტკაცუნი)
- ა-უალ – ვალი
- ა-უალაგურ, ა-მლაგურ – ორაგული. მეგრულიდან
- ა-უარბა – არწივი, ორბი (ძვ.ქართულად ორბი ერქვა არწივს)
- ა-უარდ (აბჟ.) – ვარდი. ძვ.სპარს.>ქართ.>მეგრ.>აფხ.
- ა-უარქჲ (აბჟ.) – ორთქლი. მეგრ. ორქი-დან (ორთქლი)
- ა-უარხაუ (აბჟ.) – ორხაო, ხალიჩა
- ა-უასხჷრ – დირე, საძირკველი, საფუძველი. მეგრ. ოსხირ-იდან. ({რ}სხუაფა/{რ}სხუალა საძირკვლის ჩაყრა, ფუძის დადება > ო-სხ-ირ-ი: საფუძარი, საძირკველი)
- ა-უაჭარ (აბჟ.) – ვაჭარი
- ა-უახუამა – ეკლესია, სალოცავი. მეგრ. ოხვამე-დან (სალოცავი). მეგრ. ხვამუა (ლოცვა) > ო-ხვამ-ე (სალოცავი)
- ა-ურჷხვ – რუხი
- ა-უჷღუ – უღელი. მეგრ. უღუ-დან
- ა-ფან – ფონი
- ა-ფჷრჩა (აბჟ.), ა-ფარჩ (ბზ.) – ფუჩეჩი. მეგრ. ფურჩა-დან (ფუჩეჩი)
- ა-ფაშუ – ფესვი. მეგრ. ფოსვი-დან (ფესვი)
- ა-ფაცხა – ფაცხა. მეგრულიდან
- ა-ქალაქჲ – ქალაქი. ქართ.>მეგრ.>აფხ.
- ა-ქჲჷრსიან – ქრისტიანი. მეგრ. ქირსიან-იდან (ქრისტიანი)
- ა-ქუაბ – ქვაბი
- ა-ქუჷრთ – ქვირითი
- ა-ღაჭჭჷჲა (აბჟ.) – კიბორჩხალა. მეგ. ღაჭაჭია-დან (კიბორჩხალა)
- ა-ღლამ – ღლავი. მეგრ. ღლამ-იდან (ღლავი)
- ა-ღუერწკჲ –ჭიაყელა. მეგრ. ღვერწკი-დან (ჭიაყელა)
- ა-ყანჭ – ყაჭი, აბრეშუმის ჭია. მეგრულიდან
- ა-ყაუარ – ყავარი
- ა-ყუალმჷჲთა – პიტნა. მეგრ. ყვალმინთა-დან (პიტნა, ყველის პიტნა)
- ა-ყუარაან – ყვავი; შდრ. ყორანი
- ა-ყუარჷლ (აბჟ.), ა-ყარჷლ (ბზ.) – ყვერული. მეგრ. ყვარილ-იდან (ყვერული, დაკოდილი მამალი)
- ა-ყუჷუა – ყუა
- ა-ყჷრყჷ – ყელი, ხორხი, ყანყრატო. მეგრ. ყორყელი
- ა-შჲჷნკა – ნესვი. მეგრ. შინკა-დან (ნესვი)
- ა-შუიაყჲ – კამბალა (სიტყვა-სიტყვით “ბრტყელი სვია”. გვანცელაძე, 2003)
- ა-ჩალტ – ჩელტი, ფარცხი
- ა-ჩანგუჷრ (აბჟ.), ა-ჩამგუჷრ (ბზ.) – ჩონგური
- ჩაჩხადჷლ (აბჟ.), ჩჷჩხადჷლ (ბზ.) – დიდი ხუთშაბათი, ლოცვა აგვისტოს მოსავლისთვის (გენკო, 1998). ლაზ. ჩაჩხადიდი-დან (“დიდი ხუთშაბათი”). ჩაჩხა, ცაჩხა (ლაზ.), ცაშხა (მეგრ.) – ხუთშაბათი (“ცის დღე”). დიდი (მეგრ.-ლაზ., ქართ.) – დიდი. ლაზეთში ჩაჩხადიდი შემონახულია ვიწეში. ამ დღესასწაულის დროს ღმერთს შესთხოვენ უხვ მოსავალსა და ბარაქას (ბუჯაკლიში, უზუნჰასანოღლუ, ალექსივა, 2007))
- ა-ჩუან – თუჯის ქვაბი. მეგრ. ჩუან-იდან (ქვაბი)
- ა-ჩქჲჷფ – ჩანგალი. მეგრ. ჩქიფ-იდან (ჩანგალი)
- ა-ჩხჲჷნჯჲ – ჩხირი. მეგრ. ჩხინჯი-დან (ჩხირი)
- ა-ჩხუარ – ღომის ქერქი. მეგრ. ჩხვერ-იდან (ღომის ღომის მარცვალი. შდრ. ლაზ. მჩხვარი. იგივე)
- ა-ცახა – ერთცახე; ნაგლეჯი, ნაჭერი
- ა-ცჲჷლ (აბჟ.) – ცილა
- ა-ძიქუა –შარვალი. მეგრ. ძიქვა-დან (შარვალი)
- ა-ძღაბ – გოგო. მეგრ. ძღაბ-იდან (გოგო)
- ა-ძძაჲ – ძიძა. მეგრ. ძიძე-დან (ძიძა)
- ა-წას – წესი, ტრადიცია
- ა-წყარკუჷთხია – წყალკურთხევა. მეგრ. წყარკურთხია-დან (წყალკურთხევა)
- ა-წჷრბალ (ბზ.), ა-წჷრბელ (აბჟ.) – წურბელა
- ა-ჭაბ – წებო. მეგრული ჭაბუ-დან (წებო)
- ა-ჭარხალ – ჭარხალი. მეგრულიდან.
- ა-ჭაჭა – თირკმელი. მეგრულიდან
- ა-ჭოთ, ა-ჭუათ (აბჟ.) – წვეთი. მეგრ. ჭვათ-იდან (წვეთი).
- ა-ჭუალ – ფილტვების ანთება. წყარო უნდა იყოს მეგრული ჭვალი (ჭვალი, მჭვალი). ძირია ჭუ-/ჭვ- (მეგრ.-ლაზ. წვა, ტკივილი).
- ა-ჭყუანდარ – ეპისკოპოსი. ჭყონდიდელი (ქართ.) – ჭყონდიდარი>ჭყონდარი (მეგრ.) > აჭყუანდარ (აფხ.)
- ა-ჭჷგ (ბზ.) – თაგვი (მონად.). სავარ. მეგრ. ჭუკ-იდან (თაგვი)
- ა-ჭჷნ – წნელი. წყაროა მეგრული ჭინუ/ჭჷნჷ (წნელი), რაც ქართული წნელ-ის კანონზომიერი შესატყვისია. ქართ-ზანური მასალაა.
- ა-ჭჷნჭა – ჭინჭრაქა; მეგრ. ჭინჭა-დან.
- ა-ხაჭა – ხაჭო
- ა-ხაჭაპჷრ – ხაჭაპური
- ა-ხუაჭა – ხოჭო
- ა-ჯჲაკჲალ – დეკეული. მეგრ. ჯაკელ-იდან (დეკეული)
- ა-ჯჲალ – ძელი. მეგრ. ჯალ-იდან (ხე, ძელი).
- ა-ჯჲანჯჲჷხუა – ჩურჩხელა. მეგრ. ჯანჯუხა-დან (ჩურჩხელა)
- ა-ჯჲარ – ჯვარი
- ა-ჯჲარგუალ, აჯჲჷრგუალ (აბჟ.) – მორი, ჯარგვალი. მეგრ. ჯარგვალ-იდან (ძელური, ძელმრგვალი. მრგვალი ხისაგან (ძელისაგან) გაკეთებული სახლი (ქაჯაია, 2002)
- ა-ჯჲჷნჯჲ – ძირი, სამშობლო. მეგრ. ჯინჯი-დან (ძირი)
- ა-ჯჲჷრგჲჷლ (აბჟ.) – ძირეული კბილი. მეგრ. ჯირგილ-იდან (ღრძილი)
- ახუჷლ – მხალი, მიწაფხალა. მეგრ. ხულ-იდან (მხალი)
- კუჷრკუა – ივლისი. მეგრ. კვირკვე-დან (ივლისი, კვირიკეს თვე). შდრ. ქართ. კვირიკობისა (ივლისი)
- რშ°-: ა-წა-რშ°-რა) – ქვეშ დაფენა, რეცა, დაგება; წა- (ქვეშ) ზმნისწინია, ხოლო ძირია რშ°- (დაგება, რეცა, დაფენა). წყარო უნდა იყოს სვანური რშ- (დაგება, რეცა, დაფენა), რომლის კანონზომიერი შესატყვისებია რჩ- (მეგრ.-ლაზ.) და რეც-/რც- (ქართ.). ძირი საერთო-ქართველური ფუძე-ენის დონეზე აღდგება.
- ჯჲჷმ! – ძმაო! შინაურული მიმართვა. მეგრ. ჯიმა-დან (ძმა)
შემოკლებები:
აბჟ. – აბჟუური, ოჩამჩირული აფხაზური
აფხ. – აფხაზური
ბზ. – ბზიფური, ბზიფური აფხაზური
ეკლ. – საეკლესიო
ლაზ. – ლაზური
მეგრ. – მეგრული
მონად. – სამონადირეო ტერმინი
სვან. – სვანური
ს.ქართვ. – საერთო-ქართველური
ქართ. – ქართული
შდრ. – შეადარეთ
ძვ.სპარს. – ძველსპარსული
ძვ.ქართ. – ძველქართული
დასახელებული წყაროები:
- ბუჯაკლიში, ი., უზუნჰასანოღლუ, ჰ., ალექსივა, ი. – დიდი ლაზური ნენაფუნა. სტამბოლი 2007
- გენკო, ა. – აფხაზურ-რუსული ლექსიკონი – სოხუმი 1998
- გვანცელაძე, თ. – აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის. ტ. 1. თბილისი 2003
- ქაჯაია, ო. – ქართულ-მეგრული ლექსიკონი. ტ. 2. თბილისი 2002